ეს საქართველოა

საქართველოს სახელმწიფო ენის მასწავლებელთა ასოციაცია აცხადებს კონკურსს არაქართულენოვანი სკოლების/სექტორების საბაზო-საშუალო საფეხურის მოსწავლეთათვის თემაზე: „ეს საქართველოა“ კონკურსის პირობები: კონკურსის პირობების თანახმად, მონაწილეებმა უნდა წარმოადგინონ საინფორმაციო ბუკლეტები; ბუკლეტების თემატიკა უნდა უკავშირდებოდეს საქართველოს და ჩანდეს, როგორ გააცნობდნენ კონკურსანტები საქართველოს უცხო ქვეყნებიდან ჩამოსულ სტუმრებს; ბუკლეტების გაფორმება შესაძლებელია მათივე გადაღებული სურათებით, რომლებსაც დაურთავენ მცირე ანოტაციას; კონკურსი ტარდება ერთ ეტაპად; ბუკლეტის ბოლოს მითითებული უნდა იყოს ავტორის სახელი, გვარი, კლასი, სკოლის დასახელება და საკონტაქტო ინფორმაცია; საქართველოს სახელმწიფო ენის ასოციაციის მიერ შექმნილი კომისია განიხილავს მიღებულ საკონკურსო ნამუშევრებს და გამოავლენს 3 გამარჯვებულს, რომლებიც დაჯილდოვდებიან წიგნის მაღაზიის სასაჩუქრე ბარათებით. გარდა ამისა, ყველა მონაწილეს გადაეცემა სიგელები. გაიცემა შემდეგი პრიზები: პირველი ადგილი – 100 ...