ეს საქართველოა
საქართველოს სახელმწიფო ენის მასწავლებელთა ასოციაცია აცხადებს
კონკურსს არაქართულენოვანი სკოლების/სექტორების საბაზო-საშუალო საფეხურის მოსწავლეთათვის
თემაზე: „ეს საქართველოა“
კონკურსის პირობები:
კონკურსის პირობების თანახმად, მონაწილეებმა უნდა წარმოადგინონ
საინფორმაციო ბუკლეტები;
ბუკლეტების თემატიკა უნდა უკავშირდებოდეს საქართველოს და ჩანდეს,
როგორ გააცნობდნენ კონკურსანტები საქართველოს უცხო ქვეყნებიდან ჩამოსულ სტუმრებს; ბუკლეტების გაფორმება
შესაძლებელია მათივე გადაღებული სურათებით, რომლებსაც დაურთავენ მცირე ანოტაციას;
კონკურსი ტარდება ერთ ეტაპად;
ბუკლეტის ბოლოს მითითებული უნდა იყოს ავტორის სახელი, გვარი, კლასი,
სკოლის დასახელება და საკონტაქტო ინფორმაცია;
საქართველოს სახელმწიფო ენის ასოციაციის მიერ შექმნილი კომისია
განიხილავს მიღებულ საკონკურსო ნამუშევრებს და გამოავლენს 3 გამარჯვებულს, რომლებიც
დაჯილდოვდებიან წიგნის მაღაზიის სასაჩუქრე
ბარათებით. გარდა ამისა, ყველა მონაწილეს გადაეცემა სიგელები.
გაიცემა შემდეგი პრიზები:
პირველი ადგილი – 100 ლარიანი სასაჩუქრე ბარათი;
მეორე ადგილი –50 ლარიანი სასაჩუქრე ბარათი;
მესამე ადგილი – 20 ლარიანი სასაჩუქრე ბარათი.
საკონკურსო მასალის წარმოდგენის
პირობები და ვადები:
სკოლების მიერ მათი მოსწავლეების ნამუშევრების წარმოდგენა -არაუგვიანეს
27 ოქტომბრისა;
კომისია გამარჯვებულ მოსწავლეებს გამოავლენს -არაუგვიანეს 2017
წლის 10 ნოემბრისა;
გამარჯვებული მოსწავლეების დაჯილდოება 2017 წლის 17 ნოემბერი.
ნამუშევრები უნდა გამოიგზავნოს მისამართზე: tagsl@teacher.ge
ბუკლეტების შეფასების კრიტერიუმები:
·
ქართულ ენაზე საქართველოს ღირშესანიშნაობების გადმოცემის/აღწერის
უნარი;
·
კულტურისა და ტრადიციების მიმართ საკუთარი პოზიციის
დაფიქსირების უნარი;
·
მოქალაქეობრივი პოზიციის გამოხატვის უნარი.
კონკურსის ორგანიზტორია საქართველოს სახელმწიფო ენის მასწავლებელთა
ასოციაცია ტელ: 577 37 64 64
Комментарии
Отправить комментарий